ნადირობა ტრაგედიით დასრულდა (ვიდეო)

2017-09-25 22:32:25

რუსთაველი ახალგაზრდებისთვის გარდაბანში ნადირობა ტრაგედიით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის წევრები (სიძე და ცოლის ძმა) მწყერზე სანადიროთ იყვნენ წასულები. დილით ნადირობას მორჩნენ და უკვე იარაღის გაწმენდას ახორციელებდნენ რა დროსაც სიძეს თოფი გაუვარდა და ცოლის ძმას მოარტყა. გარდაცვლილი 30 წლამდე მამაკაცია, მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

შსს-ში ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ რომ - "გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 მიხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით. ფაქტთან დაკავშირებით 1 პირია დაკავებული". ნახეთ ვიდეო.