იტალიაში საქართველოს 28 მოქალაქე დააკავეს (ვიდეო)

2017-09-25 17:00:28

გერმანიასა და იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 28 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. იტალიის პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქართველების დაჯგუფება დააკავეს. სამართალდამცველებმა ქალაქ რეჯიო-ემილიაში საცავი აღმოაჩინეს, საიდანაც მოპარული ნივთები საქართველოში იგზავნებოდა. პოლიციის განცხადებით, მძარცველები გარკვეულ ტექნოლოგიებს იყენებდნენ და საბინაო და სადაზღვევო სააგენტოების საკეტებს ისე ხსნიდნენ, რომ კვალს არ ტოვებდნენ. გამოძიების განცხადებით, 2015 წლიდან დაჯგუფებამ იტალიის სხვადასხვა რეგიონში  85 სახლი და ოფისი გაქურდა. სამართალდამცველები ვიდეომასალას ავრცელებენ, სადაც ნაქურდალი ნივთები ჩანს. ნახეთ ვიდეო