ავსტრიის ელჩი რუსთავში

2017-09-25 16:40:22

ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა დღეს, საქართველოში ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს არად ბენკოს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილეს შომბი შარპს და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს უმასპინძლეს. ქალაქის მერმა დავით ჯიქიამ, საკრებულოს თავმჯდომარე დავთ მაღლაკელიძემ და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა, სტუმრებთან ერთად ქალაქის ცენტრალური პარკი დაათვალიერეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში დეცენტრალიზაციის პროცესს, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მიმდინარეობისა და ამ მიმართულებით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებს. უცხოელი სტუმრები რუსთავში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებით, ქალაქის ეკონომიკური პოტენციალითა და არსებული ბიზნეს გარემოთიც დაინტერესდნენ.