რუსთავის ქუჩებში სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება

2017-09-25 13:44:34

წლის ბოლომდე ქალაქის ქუჩებში სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება. 250-მდე  კამერა ქალაქის თვითმართველობამ უკვე შეისყიდა. თავდაპირველად ქუჩებში 100-მდე კამერა განთავსდება. კამერების საშუალებით იმ პირების იდენტიფიცირება მოხდება, ვინც ქალაქის იერსახეს აზიანებს და გზებზე მოძრაობის წესებს არღვევს. კამერები ცენტრალურ ქუჩებში,  სკვერებში და საზოგადოების სხვადასხვა თავშეყრის ადგილებში განთავსდება. 

კამერების დასამონტაჟებლად ქალაქის ბიუჯეტიდან 600 000 ლარი გამოიყო.