3 წლის ბავშვი ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდა

2017-09-25 12:04:38

ზემო ფონიჭალის საბავშვო ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვება მიმდინარეობს.

შემთხვევა სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობისას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევისას ოთახში იმყოფებოდნენ აღმზრდელები და შემთხვევა ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვებას არ უკავშირდება.