კანალიზაციის წყალი ეზოში

2017-09-24 14:01:42

XXI მიკრო-რაიონის #6 კორპუსის მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ ეზოში კანალიზაციის წყალი უკვე რამდენიმე დღეა დგას. ადგილობრივების თქმით, მათ დახმარებისთვის სხვადასხვა უწყებას მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. "ინფო რუსთავი" კომპანია "რუსთავის წყალს" დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს რომ - "ამ მომენტისთვის კომპანიის თანამშრომლები სხვა ლოკაციაზე ახორციელებენ სამუშაოებს, როგორც კი დასრულდება სამუშაოები აუცილებლად გადაინაცვლებენ აღნიშნულ მისამართზე და მოხდება საკანალიზაციო ჭების გაწმენდა".