მოპარული ავტომობილი ნაპოვნია (ვიდეო).

2016-12-02 10:54:03

ლეონიძის ქუჩიდან მოპარული "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილი ნაპოვნია, საქმესთან დაკავშირებით კი 1 პირია დაკავებული. შსს-ში აცხადებენ რომ - "საქმე გაიხსნა, დაკავებულია ერთი პირი, ნაპოვნია მანქანა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს". 1998 წელს გამოშვებული მანქანა ეზოს ავტოსადგომიდან გუშინ მოიპარეს, ვიდეოში ნახეთ ავტომობილის მეპატრონის კომენტარი.