გლობალური მიზნების ფესტივალი (ფოტო)

2017-09-23 23:32:13

გლობალური მიზნების ფესტივალი „მომავალი = შენ“ 24 სექტემბერს ქალაქ რუსთავის პარკში. ინიციატივის ორგანიზატორია გაერო საქართველოში ქალაქ რუსთავის მერიასთან თანამშრომლობით.

15:00 - 19:00: გაეროს სააგენტოების მიერ ინიცირებული ღონისძიებები, რუსთავის პარკში მდებარე საზაფხულო თეატრის მოხატვა გლობალური მიზნების თემაზე.

19:00: ნილს სკოტი, გაეროს ელჩი საქართველოში, წარადგენს გაეროს კეთილი ნების ელჩებს მდგრადი განვითარების მიზნების საკითხებში:

* გელა ჩარკვიანს - მწერალსა და პუბლიცისტს
* ნინო სუხიშვილს - ქართული ნაციონალუური ბალეტის „სუხიშვილების“ ხელმძღვანელს
* ირმა ხეცურიანს - მსოფლიოს ჩემპიონს ეტლით ფარიკაობაში.

გაიმართება კონცერტი ნიაზ დიასამიძის, 33ა-ს, იოანე არაბულისა და სუხიშვილების სტუდიის მონაწილეობით. ღონისძიებას გაუძღვება ცნობილი მსახიობი - კახა კინწურაშვილი.