უფასო მასტერკლასი ფარმაციაში

2017-09-23 18:09:23

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO-ს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა - მზია მამაგულაშვილმა, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. გააცნო მათ სასწავლო ცენტრის საქმიანობის შესახებ. ისაუბრა თუ რა მიმართულებები ისწავლება, რა მასალას გაეცნობიან, როგორია დასაქმების პერსპექტივა სხვადასხვა დაწესებულებებში შესაბამისი მიმართულებებით, თეორიული მასალის ათვისების და პრაქტიკის გავლის, სათანადო სერთიფიკატის აღების შემთხვევაში. ქ-ნ.მა იამზე გობეჯიშვილმა - ფარმაკოლოგი, პროფესორი, გააცნო სასწავლო პროგრამა ფარმაციაში. ისაუბრა იმის შესახებ, რომ ფარმაკოთერაპია უნივერსალური სამკურნალო მეთოდია, და რამდენად მნიშვნელოვანია სწორი ორიენტირება სამკურნალო პრეპარატების სწორად შერჩევაში, რადგან თანამედროვე სამკურნალო საშუალებები გამოირჩევიან მაღალი აქტიურობით და მათი არასწორად დანიშვნის შემთხვევაში სერიოზული ზიანი შეიძლება მიადგეს პაციენტს. ასევე, ისაუბრა სამკურნალო საშუალებების ფარმაკოლოგიური ჯგუფების შესახებ. აგრეთვე, ჩატარდა მასტერკლასი პირველად გადაუდებელ დახმარებაში. გააცნო მათ გადაუდებელი დახმარების ძირითადი ელემენტები და განსახორციელებელი ქმედებები, რადგან მათი სწორად და დროულად შესრულებით შესაძლებელია შევინარჩუნოთ ადამიანის სიცოცხლე კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე.

ასევე, დამსწრე სტუმრებს ინფორმაცია მიეწოდათ იმ ტრენინგების შესახებ, რისი გავლის საშუალებაც ეძლევათ UNIKO-ში. ტურიზმის შესახებ ისაუბრა ქ.ნმა სუზანა დობორჯგინიძემ - ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, პროფესორი. თუ როგორ დავეხმაროთ ტურისტული ბიზნესით დაინტერესებულ პირებს თუ ორგანიზაციებს ტურიზმის განვითარებაში. ®