ორი ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა

2017-09-23 17:22:36

ჩქაროსნულ მაგისტრალზე, კასპის ხიდზე ორი ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით ერთ-ერთი ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და საპირისპირო მხარეს მოძრავ ტრაილერს შეეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, შეჯახება ხიდის ჯებირთან იმდენად ახლოს მოხდა, რომ შესაძლებელი იყო მაქნანები ხიდიდინ გადაცვენილიყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყოს საპატრულო ეკიპაჟი.