"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატს თავს დაესხნენ

2017-09-23 16:34:49

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატს ალი მამედოვს თავს დაესხნენ. ამის შესახებ მარნეულში "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატმა აჰმედ იმამკულიევმა "ინფო რუსთავთან" განაცხადა.

შემხვევა დღეს, მარნეულში, სოფელ სადახლოში დაკრძალვაზე  მოხდა.

იმამკულიევის ცნობით, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი როვშან ისკანდაროვი და გამგეობის თანამშრომელი მუხამედ ალიბედიევი გასვენებაში მისმა ყოფნამ გაღიზიანა, რასაც ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. რის შემდეგაც "ევროპული საქართველოს" საკრებულოს წევრობის კანდიდატის ალი მამედოვის გადაყვანა საავადმყოფოში გახდა საჭირო.

როგორც აჰმედ იმამკულიევი განმარტავს, მომხდარის შესახებ პოლიციას უკვე ეცნობა, სამართალდამცავები დაშავებულის გამოკითხვას აპირებენ.

"ევროპული საქართველო" დამნაშავეების დაუყოვნებლივ დასჯას მოითხოვს.