ეზოები უსახური კონსტრუქციებისგან სუფთავდება

2017-09-23 15:33:41

საცხოვრებელი კორპუსების ეზოებისა და მიმდებარე ტერიტორიების გასუფთავება სხვადსხვა კონსტრუქციებისგან გრძელდება. სამუშაოებს რუსთავის „ზედამხედველობის“ სამსახური ახორციელებს. უსახური კონსტრუქციებისგან და თვითნებური შემოღობვებისგან 2 დღის განმავლობაში მე-12, მე-14 მკრ-ების ეზოები და ლეონიძის ქუჩის #20 უბნები გასუფთავდნენ.