მატარებელი ქალს დაეჯახა

2017-09-23 11:40:21

ქალი, რომელსაც ბორჯომი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი დაეჯახა, დაიღუპა. შემთხვევა დღეს დილით, გორის რაიონის სოფელ სკრასთან მოხდა. შეჯახების შედეგად 70 წლამდე ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.