ლარი საღამოს ოდნავ გამყარდა.

2016-12-01 21:58:07

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში საღამოს საათებში  რამდენიმე  პუნქტით გამყარდა. სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის შეძენა 2.580 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო 1 დოლარის გაყიდვა 2.530 ლარად მოგიწევთ. დღის მანძილზე ლარის კურსი რამდენჯერმე შეიცვალა, რუსთავის სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვის კურსმა 2.70 მიაღწია ხოლო გაყიდვის 2.60 დაფიქსირდა. გაცვლითი კურსი შედარებით მაღალი იყო კომერციულ ბანკებში.