თუ ჩართეთ გამათბობელი და იგრძენით გაზის სუნი.

2016-10-20 13:25:54

ჰაერის ტემპერატურის კლებასთან ერთად, „სოკარ ჯორჯია გაზი - კახეთის რუსთავის სერვის ცენტრში“ გამოძახებების რიცხვმა იმატა. „ინფო რუსთავი“ დაინტერესდა ცენტრი რამდენად მომზადებული ხვდება ზამთრის მოახლოებას. სერვის ცენტრის მთავარი ინჟინერის ვეფხია სიბაშვილის თქმით აუცილებელია რომ მოსახლეობამ მეტი უსაფრთხოების მიზნით, ინდივიდუალური გამათბობლის ჩართვამდე, ცხელ ხაზზე, 16 114- ზე დარეკოს. ამ შემთხვევაში კომპანიის თანამშრომლები ადგილზე მივლენ და გამათბობლის გამართულ მუშაობას პირადად შეამოწმებენ. ამ დროისთვის ცენტრს 2 ეკიპაჟი 24 საათის განმავლობაში ემსახურება, მოთხოვნის და გამოძახებების მატების შემთხვევაში შესაძლებელია ეკიპაჟების რაოდენობა 6-მდე გაიზარდოს. „რუსთავის სერვის ცენტრი“ მომსახურება უფასოა.