ცენტრალურ ქუჩაზე სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის (ვიდეო)

2017-09-23 10:41:41

ორი დღეა კოსტავას გამზირი გადაკეტილია და ცენტრალურ ქუჩაზე სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. "ინფო რუსთავმა" გაარკვია რომ აღნიშნულ ლოკაციაზე ინდურ ფილმს იღებენ. ფილმის გადაღებები პარასკევს დაიწყო და დღეს დასრულდა, ქართულ კომპანიაში რომელიც ინდოელი პროდიუსერების დაკვეთით ფილმზე მუშაობს, აცხადებენ რომ - "ეს არის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, არის მძაფრსიუჟეტიანი სცენები, ფილმი არ იქნება სტანდარტული ინდური სიუჟეტი. ეპიზოდში რომელსაც რუსთავში ვიღებთ არის სროლები და აფეთქებები. უკვე ორი დღეა გადაღებები მიმდინარეობს და დღეს ღამე დავასრულებთ. გადაღებები უკვე საქართველოს სხვა ქალაქებში და ასევე სხვა ქვეყნებში გაგრძელდება." ფილმზე მუშაობა სავარაუდოდ 2 თვეში დასრულდება, მისი მონტაჟის შემდეგ კი დამზადდება სპეციალური ტრეილერი სადაც მოხდება მისი დაანონსება და  ფილმის ფართო ეკრანებზე გამოსვლის თარიღიც ცნობილი გახდება. ნახეთ ვიდეო.