სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

2017-09-22 22:42:02

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მოძრავ სატვირთო ავტომობილს ხანძარი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით ცეცხლი მანქანის საბურავებს მოულოდნელად წაეკიდა და უცებ აალდა. იყო საშიშროება რომ ცეცხლი სატვირთო ხის ჯებირებზე გადასულიყო, თუმცა გამვლელების დახმარებით, მზღოლმა და მისმა მგზავრმა მოასწრო და ხანძარი მალევე ჩააქრეს.