"ხარები" "აკადემიას" დაუპირისპირდა

2017-09-22 20:01:18

რუსთავის სარაგბო სტადიონზე დიდი 10-ის მე-4 ტური გაიმართა. რუსთავის „ხარებსა“ და „აკადემიას“ შორის შეხვედრის პირველი ტაიმი რუსთავის სასარგებლოდ, ანგარიშით 10:8 დამთავრდა. თამაშის მეორე ნაწილი საკმაოდ დაზაბული გამოდგა, ტაბლოზე საბოლოო ანგარიში რუსთავის „ხარების“ სასარგებლოდ 17:11 დაფიქსირდა. "ხარები" მომდევნო შეხვედრას შაბათს, ქუთაისში გამართავს, სადაც რუსთავის კლუბი ქუთაისის „ბაგრატს“ დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ რუსთავის კლუბმა ოთხი თამაში ზედიზედ მოიგო.