რა საბუთებია საჭირო სტუდენტის დაფინანსებისთვის

2017-09-22 14:05:13

რუსთავის საკრებულოს დარბაზში რიგით 86 საკრებულოს სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 23 საკითხი განიხილეს და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ დაამტკიცეს. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც დეპუტატებმა იმსჯელეს სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსებას შეეხებოდა. სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის ნინო ქირიას განცხადებით, მგზავრობის თანხით (50 ლარი) ან სწავლის საფასურით (800 ლარი) დაფინანსდება ყველა სოციალურად დაუცველი სტუდენტი, რომელიც საჭირო დოკუმენტებს წარადგენს.

იმისთვის რომ სტუდენტმა ქალაქის თვითმმარვთველობისგან დაფინანსება მიიღოს, აუცილებელია წარადგინოს, სოციალურად დაუცველის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, რუსთავში რეგისტრირების ცნობა. სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და უნივერსიტეტის/სასწავლებლის გამოცდებში მიღებული ქულების ჩამონათვალი.

ქალაქის თვითმმართველობისგან ფინანსდებიან ის სტუდენტები, რომელთა სტუდენტური ქულა 81 ქულის ზემოთაა. რაც შეეხება 76-დან 81-მდე ქულის მატარებელ სტუდენტებს, მათი დაფინანსების საკითხს სპეციალური კომისია წყვეტს.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა საბუთები რუსთავის მერიაში უნდა წარადგინონ.