ფონიჭალაში კიდევ ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

2017-09-22 11:38:56

მორიგი სპეცოპერაცია ფონიჭალაში, სამართალდამცავებმა 1979 წელს დაბადებული ე.ხ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 61 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, 6 შეკვრად დაფასოებული 0,4636 გრამი ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით). ნახეთ ვიდეო.