რუსთავი-თბილისის მაგისტრალი გადაკეტილია

2017-09-22 10:32:39

რუსთავი-თბილისის მაგისტრალი გადაკეტილია, ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული და რუსთავიდან თბილისისკენ მიმავალ ავტომობილებს შემოვლითი გზის მიმართულებით უშვებს. მძღოლებს გაჩიანის და ლილოს შემოვლითი გზით უწევთ დედაქალაქში მგზავრების გადაყვანა. არსებული ინფორმაციით ქვემო ფონიჭალიდან რესტორან მარაბდამდე, იქ სადაც ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს, საავტომობილო საცობია. მაგისტრალზე ასევე იყო მცირე ავარიები.