საავტომობილო საცობი მაგისტრალზე

2017-09-21 22:03:14

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე საავტომობილო საცობია. ქვემო ფონიჭალიდან ორთაჭალამდე საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდულია. საცობის მიზეზი აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებია. გზის სავალი ნაწილი შევიზწროებულია, შესაბამისად მძღოლებს ნელი სვლით უწევთ გადაადგილება. მგზავრები აცხადებენ რომ 20-30 წუთი უწევთ საავტომობილო საცობში ყოფნა.