ლეონიძის ქუჩაზე მანქანა მოიპარეს.

2016-12-01 20:39:14

ლეონიძის ქუჩაზე "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილი მოიპარეს. გავრცელებული ინფორმაციით მანქანის მეპატრონემ ავტომობილი ეზოში გუშინ ღამე დააპარკინგა, დილით კი ადგილზე არ დახვდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, ფაქტს შსს-ში ადასტურებენ და აცხადებენ რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ძიება.