თაღლითობა თუ გულგრილობა

2017-09-21 17:22:42

"რუსთავში არის ერთი ოჯახი რომელიც ბინას ქირაობს ავეჯით  და ტექნიკით იხდის ერთი თვის ქირას, შემდეგ კი ღამით იპარებიან და მიაქვთ ყველაფერი რის წაღებასაც ახერხებენ" - ამ შეტყობინებით "ინფო რუსთავს" მოქალაქე ქეთევან ბექაურმა მიმართა.

როგორც ქეთევნ ბექაური აცხადებს, მსგავსი შემთხვევა დაახლოებით ორი თვის წინ მოხდა, ფიროსმანის ქუჩაზე საკუთარი დის სახლი სამმა ადამიანმა იქირავა და ქირის თანხა წინასწარ გადაიხადა, თუმცა ერთი თვის შემდეგ ოჯახმა სახლი მეპატრონის გაუფრთხილებლად დატოვა და თან საყოფაცხოვრებო ნივთები წაიღო  "წაღებულია სარკე, სკამები, წაღებული არის ასევე ჭურჭელი, თეთრეული, საბნები, ფარდები, რაც შეიძლებოდა მსუბუქი ყველაფერი წაღებულია, სარეცხის მანქანა არის დაშლილი... კომუნალური გადასახდაებიც დატოვეს, ავეჯი რაც დარჩა არის განადგურებული. იქნებ სოციალური ქსელით გავრცელდეს, რომ შემდეგ ვინც შეხვდება, ფრთხილად იყვნენ"

ქეთევან ბექაური "ინფო რუსთავთან" საუბარში აცხადებს, რომ მას პოლიციისთვის არ მიუმართავს, რადგან ბინა მის კუთვნილებაში არ არის. მისივე თქმით, ეს პირები მსგავს ქმედებაში რამდენჯერმე არიან შემჩნეული.