რუსთაველი სტუდენტი ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაემგზავრება

2017-09-21 16:12:36

რუსთაველმა სტუდენტმა მსოფლიოს ფინანსურ ცენტრში, ლონდონის საფონდო ბირჟაზე საგზური მოიპოვა. 18 წლის შერმადინ ოსაძემ მონაწილეობა ორგანიზაცია "მურწყუს" კონკურსში მიიღო. რუსთაველმა ახალგაზრდამ მათემატიკის მოდელირებაში 10 ქულიდან 9.71 ქულა აიღო და აღნიშნული შედეგით 5 საუკეთესო კონკურსანტს შორის მოხვდა.

შერმადინ ოსაძემ მიმდინარე წელს რუსთავის მე-2 საჯარო სკოლა დაამთავრა და 100%-იანი გრანტით საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

სტუდენტი კონკურსში გამარჯვებულ 4 მონაწილესთან ერთად გაერთიანებულ სამეფოში რამდენიმე თვეში გაემგზავრება. საგზურთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს კი საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი დაფარავს.