მუსიკალური ფესტივალი რუსთავში

2017-09-21 14:25:11

რუსთავში სიმღერის ახალგაზრდული ფესტივალი ,,მზე ხელისგულზე“ გაიხსნა. ფესტივალის გახსნის ღონისძიება კოსტავას ქუჩიდან, ქალაქის ისტორიულ მუზეუმამდე  ახალგაზრდული მსვლელობით დაიწყო. მუზეუმის შემდეგ, ფესტივალის მონაწილეებმა რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, რუსთავის ციხის ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, რის შემდეგაც რუსთავის მუნიციპალურ თეატრში  დახურული  კონკურსი გაიმართა. ფესტივალის გალა-კონცერტი კვირას 24 სექტემბერს რუსთავის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება.