კიბერშეტევის ჩამდენი პირი გამოავლინეს (ვიდეო)

2017-09-21 12:57:09

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ  ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ვებ-გვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ჩამდენი პირი, თეთრიწყაროში მცხოვრები 18 წლის ე.მ. გამოავლინა.

პოლიციამ ე.მ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად კომპიუტერული ტექნიკა ამოიღო.

გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე ვადით ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ნახეთ ვიდეო.