აქცია გარდაბანში (ვიდეო)

2017-09-20 20:08:27

გარდაბნის მუნიციპალიტეტში აქცია გაიმართა. ადგილობრივების მოთხოვნა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად, ამჟამინდელ გამგებლის, გოჩა ჯამარაულის წარდგენაა. „ამდენი წლებია აქ ვცხოვრობთ და გარდაბანში არასდროს არაფერი არ გაკეთებულა, ძლივს რაღაც კეთდება ახლა და დაგვიტოვონ გარდაბანში ჯამარაული“- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

გარდაბნის მერობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ რაამაზ ბუდაღაშვილი დააყენა. აქციები გარდაბანში სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო. ნახეთ ვიდეო.