"წითურას გავრცელების დიდი რისკი არსებობს"

2017-09-20 13:02:07

"შემოდგომის სეზონზე, მშობლებმა ყურადღება ისეთ დაავადებებზე უნდა გაამახვილონ, როგორებიცაა წითელა და წითურა. პროფილაქტიკისთვის აუცილებელია გაირკვეს არის, თუ არა ბავშვი აცრილი. თუ მოზარდს რომელიმე გეგმიური აცრა გამოტოვებული აქვს აუცილებელია, მისი დაუყოვნებლივ აცრა’’, -  განცხადებას ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ავრცელებს. მისი თქმით, მიმდინარე პერიოდში, წითურას გავრცელების დიდი რისკი არსებობს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი აესვე მოუწოდებს სკოლებსა და ბაღებს მაქსიმალურად დაიცვან ჰიგიენური წესები.