შსს-მ ძებნილი ქალი დააკავა (ვიდეო)

2017-09-20 11:29:10

ბავშვთა წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში, პორნოგრაფიის გავრცელებასა და გაუპატიურებაში ბრალდებული, 1983 წელს დაბადებული ტ.ჩ. ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე დააკავეს.  დაკავებული პარიზის ინტერპოლის მიერ 2017 წლის აგვისტოდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე.

 ტ.ჩ.-ს ბრალი ედება საფრანგეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 222–22, 222–23, 222–24, 227–22 და 227–23 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ბავშვთა წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, პორნოგრაფიის გავრცელებასა და გაუპატიურებას გულისხმობს.

ამჟამად, დაკავებული პირის მიმართ, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები ხორციელდება. ნახეთ ვიდეო.