რატომ შეიზღუდა ბუნებრივი აირის მიწოდება

2017-09-19 22:12:12

რუსთავის მოსახლეობის ნაწილი ბუნებრივი აირის მოულოდნელად შეზღუდვის გამო ინფორმაციის მისაღებად "ინფო რუსთავს" დაუკავშირდა. როგორც აბონენტები აცხადებენ მათ ბუნებრივი აირის მიწოდება ისე შეეზღუდათ რომ ქვითარი არ მისვლიათ და შესაბამისად ვერ მიხვდნენ რატომ გაუთიშეს ბუნებრივი აირი.

კომპანიაში გვითხრეს რომ მათ ყველა აბონენტი გააფრთხილეს და შესაბამისად უნდა სცოდნოდათ რომ ქვითრები გაუქმდა და დავალიანების შესახებ ინფორმაცია მესიჯის სახით მიუვიდოდათ. რუსთაველების ნაწილი აცხადებს რომ მათთვის ახალ სერვისზე ინფორმაცია არავის მიუწოდებია. "ინფო რუსთავს" "სოკარ გაზ ჯორჯიაში" განუცხადეს რომ - "აბონენტებმა განცხადება უნდა დაწერონ ჩვენთან ოფისში (მეგობრობის გამზირზე), რომ მათ სურთ მომსახურების სერვის დაამატონ საკუთარი მობილურის ნომერი. ადგილზევე მოხდება განცხადების დაწერა, რის შემდეგაც შეყვანენ ბაზაში."

აღსანიშნავია რომ აბონენტებს მოუწევთ გათიშული ბუნებრივი აირის აღსადგენად ჯარიმის, 5 ლარის გადახდა.