პოლიციამ 4 პირი დააკა

2017-09-19 13:25:14

ხმაური იყო გვიან ღამით მეგობრობის გამზირზე. არსებული ინფორმაციით რესტორნიდან გამოსული მამაკაცები ერთმანეთს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, შემთხვევის ადგილზე 4 ახალგაზრდა დააკავეს.

"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ - "მამაკაცები არ დაემორჩილნენ სამართალდამცავის მოწოდებას. 4 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც ხულიგნობას  გულისხმობს."