რა ხდება კოსტავას გამზირზე (ვიდეო)

2017-09-19 10:41:06

ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ხალხმრავლობაა, კოსტავას გამზირზე სარეკლამო ვიდეო რგოლს იღებენ. ვიდეოს გადაღება უცხოეური ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიისთვის საქართველოში სამ ლოკაციაზე მიმდინარეობს. გადაღებები უკვე დასრულდა თბილისში, დღეს რუსთავში გადაიღებენ რამდენიმე სცენას და რგოლის გადაღება ხვალ ქუთაისში დასრულდება.

კოსტავას გამზირზე სცენას შუქნიშათან იღებენ, ეპიზოდებში 5 რუსთაველი მონაწილეობს. სარეკლამო ვიდეო რგოლი 2 კვირაში დამონტაჟდება და სატელევიზიო არხებზე განთავსდება. ნახეთ ვიდეო როგორ მიმდინარეობდა გადაღებები.