გარე განათების სისტემა განახლდა

2017-09-18 18:13:17

შარტავას გამზირზე და მეგობრობის გამზირზე, ტროტუარზე 300-მდე ლამპიონის ბურთულები და ნათურები ახლით ჩანაცვლდა. ბოლო ეტაპზე გარე განათება რუსთავის შემოსასვლელიდან შარტავას ქუჩამდე განახლდა. სამუშაოები ააიპ „უზრუნველყოფამ“ განახორციელა.