პირველკლასელები "ქართული ოცნების" დროშებით

2017-09-18 14:06:47

“აუცილებლად დაისჯება ყველა პირი, ვინც შეგნებულად ან შეცდომით დაუშვა ბავშვების პოლიტიკურ პროცესში ჩართვა” – განათლებისა და მეცნიერების მინისტი ალექსანდრე ჯეჯელავა, შუახევის სკოლაში მომხდარ ფაქტს ეხმაურება. აღნიშნულ სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეები "ქართული ოცნების" დროშებით გამოცხადდნენ სკოლაში. ფაქტის ამსახველმა ფოტომ სოციალურ ქსელში აზრთა სხვადსახვაობა გამოიწვია.

ჯეჯელავას თქმით, განათლების სამინისტროს მიერ ამ საკითხზე მოკვლევა დაწყებულია და მისი შედეგები მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი.
მინისტრი შუახევის სკოლის მასწავლებლის და დირექციის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს.
მისი თქმით, პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს გაფრთხილება, საყვედური და უკიდურეს შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლება.

 პედაგოგის განცხადებით, რომელიც ბავშვებთან ერთად ფოტოზეა აღბეჭდილი, აცხადებს რომ დროშები ბავშვებმა თავად მოიტანეს და ფოტოს გადაღებაც თავად ბავშვებმა სთხოვს.