რუსთავის ბაგა-ბაღებში სწავლა დაიწყო

2017-09-18 11:01:10

დღეს რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმრდელო პროცესი დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სწავლა არ განახლდა #41 ბაღის ერთ-ერთ ჯგუფში. სასწავლო პროცესი აღნიშნულ ჯგუფში ოქტმობრის თვეში დაიწყება. ბავაშვებს ბაღის დაწყება, მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა #41 ბაგა-ბაღიდან მიულოცეს. აღნიშნულ ბაღი ერთ-ერთია რომელსაც გასულ წელს, ენერგოეფექტური რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.