ხანძარი ცენტრალურ პარკთან

2017-09-17 21:00:50

რუსთავის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე , მტკვრის კალაპოტთან ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ხმელ ბალახს უკიდია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს და ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდება.