შვილმა მამა მოკლა

2017-09-17 15:40:42

ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში შვილმა სანადირო თოფით მამა მოკლა, დედა კი დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელი დაკავებულია და საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 108 მუხლით მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს და ის ადრე შესაბამის დაწესებულებაში მკურნალობდა.