11 წლის ბიჭის წერილი თეთრ სახლს (ვიდეო)

2017-09-17 14:14:50

11 წლის ფრენკ ჯიაცომ თეთრ სახლს წერილი მისწერა, სადაც მან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაზონის მოვლა უფასოდ შესთავაზა. „მინდა, წარმოვაჩინო, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ ჩემ მსგავსს ახალგაზრდა ადამიანებს“, - ამბობს ფრენკი წერილში. პრეზიდენტი დათანხმდა 11 წლის ბიჭის სამსახურში აყვანას და ერთ დღეს, როდესაც ის გაზონს კრეჭდა, მასთან დონალდ ტრამპი მივიდა. ფრენკს მუშაობის შეწყვეტა მანამ არ უფიქრია, სანამ ტრამპმა თავად არ გააჩერა იმისთვის, რომ მისალმებოდა. პრეზიდენტმა ბიჭი გაწეული სამუშაოსთვის შეაქო. მოგვიანებით, ფრენკმა პრესკონფერენციისთვის განკუთვნილ ოთახში ისაუბრა და ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ ტრამპთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღო. ნახეთ ვიდეო