მდგომარეობა რუსთავის ბაღებში

2017-09-17 12:20:12

რუსთავის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 18 სექტემბერს დაიწყება. აღსანიშნავია, რომ სააღმზრდელო პროცესის დაწყება #41 ბაღის 4 ჯგუფში 1-ლ ოქტომბრამდე გადაიწევს, რადგან აღნიშნულ ფილიალში სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლახანს დასრულდა. რუსთავის სხვა ბაგა-ბაღები ახალი ინვენტარით აღიჭურვა. რაც შეეხება #36 ბაგა-ბაღს, რომელშიც ბავშვებისთვის სათანადო პირობების არარსებობასთან დაკავშირებით ერთ-ერთმა მშობელმა „ინფო რუსთავს“ რამდენიმე თვის წინ მიმართა, მასში დაგეგმილმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა 2018 წლამდე გადაიწია. ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ეკა ხუციშვილი აღნიშნავს, რომ #36 ბაღის მშობლებს, განცხადების საფუძველზე, შეეძლებათ ბავშვების დროებით სხვა ბაღში ან ამავე ფილიალის სხვა ჯგუფებში გადაყვანა. მისივე განცხადებით, სხვა ბაღებში პრობლემა არ არსებობს და ყველა ბაღი მზადაა სააღმზრდელო პროცესის დაწყებისთვის.