ავტომობილი ქალს დაეჯახა

2017-09-17 00:39:15

ავტოდაგზაო შემთხვევა შარტავას გამზირზე ღამის საათებში მოხდა. "ფოლცვაგენი"-ს მარკის ავტომობილი 60 წლამდე ქალს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს. კლინიკის ექიმის განცხადებით დაშავებულს ტრამვა თავის არეში აქვს მიღებული, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.