რუსთავქალაქობა დასრულდა (ვიდეო)

2017-09-16 22:56:10

რუსთავქალაქობის ღონისძიებები დილით სპორტული მარათონით დაიწყო. კოსტავას გამზირზე მაყურებელს შეეძლო ენახა პერფომანსი რომელიც ვეფხისტყაონსანს ეხებოდა, მოესმინათ კლასიკური მუსიკისთვის, ბოლოს კი ადგილზე მისული რუსთაველებისთვის ტორტი გაჭრეს. ამის შემდეგ ღონისძიებებმა ცენტრალურ პარკში გადაინაცვლა, იყო სპორტული შეჯიბრებები, საბავშვო კონცერტები, გამოვლინდა საპატიო რუსთაველები. საღამოს სცენაზე მაყურებლის წინაშე ჯგუფი "ფრანი" გამოვიდა, იყო ფეიერვერკი, რუსთავქალაქობა კი ელექტრონული მუსიკით დასრულდა. ნახეთ ვიდეო.