გამწვანების სიმბოლური აქცია

2017-09-16 19:04:57

რუსთავის მერმა დღეს დამეგობრებული ქალაქების: აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ სუმგაითის, ლიტვის რესპუბლიკის ქალაქების: აკმენეს, პანევეჟისის, უკრაინის რესპუბლიკის ქალაქების– ჩერკასის, ვინიცას, ივანო–ფრანკივსკის, ასევე პოლონეთის რესპუბლიის ქალაქების–პლოცკის, პრუშკოვის დელეგაციებს უმასპინძლა. რუსთავსა და აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითს შორის მემორანდუმი გაფორმდა. რუსთავის მერმა, მერიის თანამშრომლებთან და დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლებთან ერთად, მეგობრობის 1-ლი ნომრის მიმდებარედ არსებულ სკვერში სიმბოლურად 20 ძირი ხე დარგო. მომავალში აღნიშნული სკვერის რეაბილიტაცია იგეგმება, რომლის შემდეგაც მას „დამეგობრებული ქალაქების სკვერი“ დაერქმევა.