დოლარის შესაძენი ფასი 2.6 ნიშნულს გასცდა.

2016-12-01 12:24:11

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ბოლო საათებში კიდევ რამდენიმე  პუნქტით გაუფასურდა. სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის შეძენა 2.560 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო 1 დოლარის გაყიდვა 2.630 ლარად მოგიწევთ. საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალურ კურსად 2.5352 ნიშნულს აცხადებს.