რუსთავში საპატიო მოქალაქეები გამოავლინეს

2017-09-16 16:32:41

როგორც უკვე ცნობილია, დღეს რუსთავქალაქობის ფარგლებში საპატიო რუსთაველების დაჯილდოება მოხდება. საპატიო რუსთაველების კანდიდატები საინიციატოვო ჯგუფმა, სხვადასხვა ორგანიზაციებმა, შემოქმედებითმა კავშირებმა და თავად უკვე საპატიო რუსთაველის სტატუსის მატარებლებმა წარადგინეს. კომისიის წევრებმა ხმათა უმრავლესობით 9 მოქალაქე შეარჩიეს, ხოლო 2 მოქალაქე ქალაქის მერმა, დავით ჯიქიამ დაასახელა. იმ რუსთაველების ჩამონათვალი, რომლებიც დღეს დაჯილდოვდებიან, ასე გამოიყურება:

1.ლეილა ციცქიშვილი - პეადგოგი

2.ვახტანგ მაღლაკელიძე - ხელოვანი

3. მერაბ კანდელაკი - „რუსთავის წყალის“ ყოფილი გენერალური დირექტორი

4.ხათუნა ხავთასი შუბლაძე - 9 შვილის დედა

5.გოჩა ტაბატაძე - ექიმი

6.შოთა რეხვიაშვილი - ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე

7.გიორგი ლეჟავა - ბიზნესმენი

8.ზებედა რეხვიაშვილი - მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში

9.ომარ გუგეშაშვილი - მწვრთნელი

10.მამული ალავიძე - კოლორიტი

11.სოსო ელიზბარაშვილი - არტისტი