სპორტული მარათონი რუსთავში

2017-09-16 11:58:14

"რუსთავქალაქობის" ფარგლებში სპორტული მარათონი გაიმართა. მარათონში საქარვველოს სხავადასხვა ქალაქიდან ჩამოსული 50 ადამიანი მონაწილეობდა.

სპორტულმა მარათონმა სტარტი 11:30 საათზე რუსთაველის მოედნიდან აიღო და კოსტავას გამზირზე, "არკის" მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდა. ფინიშის ხაზთან პირველი 28 წლის მონაწილე ახალციხიდან გიგლა ზილბერშტეინი მივიდა (დრო 9:59 წუთი), მეორე ადგილი გიორგი ლომიძემ, მესამე კი ჰამლეტ მამიკონიანმა დაიკავა.

გოგონებში პირველი ნინო მელიქიძე იყო, მეორე ადგილზე თამილა შარუხია, მესამე ადგილზე კი ვერიკო კუნდუხაშვილი გავიდა.

მარათონის ყველაზე პატარა მონაწილე კი 5 წლის მათე ხუციშვილი იყო. გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ნახეთ ვიდეო.