27 წლის ქალი საზღვარზე ჩემოდნით გადაჰყავდათ (ვიდეო)

2017-09-16 11:03:29

თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 46 წლის ქართველ მამაკაცს 27 წლის რუსეთის მოქალაქე ანგელინა ს. სარფის სასაზღვრო პუნქტზე ჩემოდნით გადაჰყავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, საპასპორტო კონტროლის დროს 46 წლის მამაკაცი  საზღვარზე დიდი ჩემოდნით გადაადგილდებოდა, რომელშიც 27 წლის რუსეთის მოქალაქე იმალებოდა.
თურქული მედის ცნობით, ქალბატონი მიმდინარე წლის მაისში ანტალიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაილეობდა და მას ძიების დასრულებამდე თურქეთის ტერიტორიის დატოვება ეკრძალებოდა. ფაქტის ამსახველი კადრები ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა. ნახეთ ვიდეო.