ახალგაზრდული ფესტივალი გარდაბანში

2017-09-15 20:56:58

ქალაქ გარდაბანში „ახალგაზრდული ფესტივალი 2017“ 16 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიება „განათლების კულტურის სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის“ ინიციატივით ჩარდება. ფესტივალი 18:30 საათზე, ახალგაზდრობისა და დასვენების პარკში დაიწყება.

კონცერტზე მაყურებლის წინაშე ცნობილი ქართველი შემსრულებლები წარდგებიან, გაიმართება სხვადასხვა სახალხო შეჯიბრი, საღამოს ბოლოს კი დიჯეის დაუკრავს, ფესტივალს კი გრანდიოზული ფეიერვერკი დაასრულებს.

აღსანიშნავია რომ მუნიციპალიტეტის სოფლებიდან კონცერტის დასწრების მსურველებს, ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება.