მომდევნო 5 დღის ამინდის პროგნოზი

2017-09-15 20:43:49

16 სექტემბერიდან 20 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში უმეტეს წილად მოსალოდნელია შედარებით თბილი და უნალექო ამინდი. მაღალმთიან რეგიონში ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა იქნება 26°C - 30°C მცირე ნალექი და მოღრუბლულობა, აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება თბილი ამინდები, ჰაერის ტემპერატურა იქნება 30°C - 34°C

ნახეთ როგორ ტემპერატურას ვარაუდობენ სინოპტიკოსები რუსთავში: 16 სექტემბერი - 34°C, 17 სექტემბერი - 32°C, 18 სექტემბერი - 31°C, 19 სექტემბერი - 33°C, 20 სექტემბერი - 33°C.