კულტურის სახლში ღონისძიება გაიმართა

2017-09-15 18:42:13

საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, სწორედ ამ დღისთვის ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით ქალაქ გარდაბანის კულტურის სახლში სპეციალური ღონისძიება გაიმართა, რითიც მუნიციპალიტეტის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქართული ესტრადის წარმომადგენლები ელენე ფოჩხუა, მატილდა კატალია და გიორგი შავლიშვილი, აგრეთვე ქალაქ გარდაბნის პირველ საჯარო სკოლასთან არსებული მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის შემოქმედთა წრის წევრები, სოფელ სართიჭალის მე-2 სკოლასთან არსებული მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში არსებული გიტარის შემსწავლელი წრის, სოფელ ნორიოს საჯარო სკოლასთან არსებული მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის ხალხური სიმღერებისა და საკრავების შემსწავლელი წრის წარმომადგენლები. ასევე მონაწილეობდა თეატრალური დასი „სივრცე“. აღნიშნული დასის დირექტორმა როინ ჩიტუაშვულმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა კიაზო ჯობავამ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და ნაყოფიერი განათლების მიღება უსურვეს, საღამოს უძღვებოდა მსახიობი ნანა კუხალეიშვილი.